18:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:26:20, 987 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პირველ ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი,  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“  პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ერას მოედანზე, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილის განცხადებით, აქციას რამდენიმე მიზანი აქვს.

„ჩვენ  1-ელ ოქტომბერს, ბათუმში, ერას მოედანზე 15:00 საათზე გავმართავთ აქციას. ვვარაუდობთ, რომ 15 ათასამდე ადამიანი   მონაწილეობას მიიღებს  ჩვენს მიერ დაანონსებულ აქციაში. თუმცა შესაძლოა, მეტი ადამიანი მოვიდეს. ამით, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არამარტო მეორე,  პოლიტიკური ძალა ვართ ქვეყანაში,  არამედ არის რეგიონები სადაც ჩვენი რეიტინგი გაცილებით უფრო  მაღალია ვიდრე „ქართული ოცნების“ რეიტინგი.  თამამად შეიძლება ეს  ითქვას აჭარაზე და გურიაზე. ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი,  აჭარის პრობლემეტიკას ეხება, რაც აუცილებლად წინა პლანზე იქნება წამოწეული, ხოლო მეორე ეს აქცია საშუალებას მისცემს პოლიტიკურ სპექტრსაც, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც,  საზოგადოებასაც ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ სინამდვილეში, იმისთვის, რომ 8 ოქტომბერს ვერავინ ვერ გაბედოს არჩევნების გაყალბება“,-განაცხადა ინაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics