23:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 18:30:53, 1300 ნახვა

ეკონომიკა
ხვალ ქუთაისის აეროპორტში „ვიზეარის“ შვიდი ახალი ავიამიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება

ხვალ, 12.30 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია „ვიზეარის" მიერ შვიდი ახალი ავიამიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „ვიზეარის" კომერციული დირექტორი ოვეინ ჯონსი გამართავენ.
 
ცნობისთვის, „ვიზეარი", რომელიც არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, თავის 25-ე ბაზის ხსნის საქართველოში, ქუთაისში. ავიაკომპანია ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავით ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას ამატებს: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი), ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი.

ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან - რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს ევროპაში „ვიზეარის" ყველაზე დაბალი ფასებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics