05:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 12:41:13, 1530 ნახვა

სამართალი
"გამჭვირვალობა": სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" მართლმსაჯულების სისტემაში 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები შეაფასა.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, შეფასება 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აგვისტოს ბოლო პერიოდს შეიცავს და როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს ასახავს. 

"ჩვენ გვახსოვს, რომ ამ მთავრობამ განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები. მართლმსაჯულების "პირველი და მეორე ტალღის" განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში ეს შეეხება იმას, რომ დაიხვეწა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, გაიზარდა მოსამართლეთა კონფერენციის ფუნქციები, ამან მოსამართლეთა თვითმმართველობისა და ინდივიდუალური მოსამართლის როლის ზრდა გამოიწვია. ასევე, გაიზარდა სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა, დასაშვები გახდა სასამართლო სხდომების გადაღება მედიისთვის", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

მთავარ გამოწვევად არასამთავრობო ორგანიზაციაში მოსამართლეთა არჩევის წესს მიიჩნევენ.

ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მიმართულებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics