|
2016-09-20 12:42:37, 985 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან
აჭარის ა.რ თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე ოქროს რთველის სამზადისთან დაკავშირებით რეგიონის მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და სეზონის სამზადისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში შედგა. აქვე გაიმართა სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია. ფერმერებსა და მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარუდგინა. რგოლი იმ ქვეყნებში გასავრცელებლად შეიქმნა, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინის, ბელარუსიის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ციტრუსოვანთა მოსავლის რეალიზაციის მაღალ დონეზე ორგანიზების, საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციისა და რეგიონში წარმოებული ციტრუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვედრებს უკვე მართავს უკრაინის, ბელარუსიისა და ყაზახეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე http://citrus.moa.ge/ დაინტერესებულ უცხოელ ექსპორტიორებს შეეძლებათ გაიგონ დეტალური ინფორმაცია წარმოებული ციტრუსის და მისი ტრანსპორტირების თავისებურებებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე რეგიონში საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია 55 – 60 ათასი ტონა ციტრუსის წარმოება. 2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მოცულობის მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)