11:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:14:39, 757 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: გუბაზ სანიკიძემ მილიონი ვერ იშოვა და შეიძლება, ამიტომაა ჩემზე ნაწყენი

ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მედიის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე, შესაძლოა, ივანიშვილს იმიტომ ლანძღავს, რომ მან ხელისუფლებაში მილიონი ვერ იშოვა და ახლა გინებაში ფულს იღებს.

„გუბაზ სანიკიძე და „ეროვნული ფორუმი“ გავიხსენოთ. გუბაზთან პირადი წყენა არასდროს მქონია. გადმოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს. გავიხსენოთ მედიაში გუბაზის გამონათქვამი, რომ ის პოლიტიკაში მილიონის საშოვნელად მოდის. მოვიდა პოლიტიკაში, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეჭირა და ფული ვერ იშოვა ამ კაცმა. შეიძლება, ამიტომაა გაღიზიანებული და ამას მე მაბრალებს. თუმცა, ამაში მართალია გუბაზი - მოვიდა, დიდი თანამდებობა დაიკავა და ბევრი ფული ვერ იშოვა. ახლა კიდევ მლანძღავს, შეიძლება, ამაშიც ფულს იღებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics