21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:17:57, 1347 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების სამომავლო პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო საჯარო და კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

ნოდარ ხადურმა ლასლო ბარანიაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება პროექტები საგზაო, წყლის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ერთვება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. დღეს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი ფინანსური პროგრამის „InnovFin – EU Finance for Innovators" ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ფინანსური დახმარების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროგრამის დახმარებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის.

კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შექმნილი ერთიანი მხარდაჭერის გეგმა ითვალისწინებს ინოვაციის დარგში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, ასევე, კვლევითი ინსტიტუტებისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics