|
2016-09-13 15:11:42, 683 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: დღევანდელი მდგომარეობა შედეგია იმისა, რომ ივანიშვილმა სხვაგან გაუხვია
დღევანდელი მდგომარეობა შედეგია არა იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შეიცვალა, პარტიას აღმოაჩნდა სხვა ღირებულებები ან თვისებები, არამედ იმიტომ, რომ "ოცნებამ" და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც სხვაგან გაუხვია, „რესპუბლიკური პარტია“ აღარ გაჰყვა. ამასთან, მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხნის განმავლობაში იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე კარგი პარტნიორი. „დავიწყოთ იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე უკეთესი პარტნიორი „რესპუბლიკური პარტიის“. იმიტომ, რომ 2011 წელს, როდესაც მან პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე განაცხადი გააკეთა და მან თქვა, რომ რესპუბლიკელებთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“ მინდა თანამშრომლობა, ჩვენ მაშინ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი ყველაფერზე მრავალპარტიულ დემოკრატიაზე, საპარლამენტო სისტემაზე, ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, თვითმმართველობაზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე და მართლაც, დიახ, ჩვენ ძალიან სერიოზული პარტიორობა გვქონდა, როდესაც თვითმმართველობის რეფორმა გავატარეთ და არავის არ უნდოდა ეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავად კოალიციაში, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, როდესაც ძალიან ბევრ სხვა გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამიტომ, ეს ყველაფერი იყო და ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვთანამშრომლობდით გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ 2012-2016 წლების პარლამენტი და ზოგადად, ხელისუფლება, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესში მოსული ხელისუფლება და ჩვენ 2016 წლიდან ვხედავდით წინ მომავალს, რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი, გაცილებით სხვა პრინციპებზე აგებული, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდი და ასე შემდეგ. და ამიტომ, მე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2016 წლის მარტი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა და რესპუბლიკელებმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. იმიტომ, რომ ჩვენ მივყვებოდით იმ პროგრამას და იმ დებულებებს, იმ ხედვებს, რომლებზეც მანამდე ვმუშაობდით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)