20:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:50:51, 1281 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქლეი ბერის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორობასა და მომავალ თანამშრომლობაზე, აღინიშნა მზაობა სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics