02:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 10:57:57, 1412 ნახვა

სამართალი
თბილისში ინტერპოლის გენერალური სამდივნოს კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის, "მილენიუმის" კონფერენცია გახსნა.

სასტუმრო "ამბასდორში" მიმდინარე კონფერენციაზე მინისტრმა 24 ქვეყნის 58 დელეგატს სიტყვით მიმართა და უწყების მიერ საერთაშორისო სააპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

"ჩვენ ქვეყენას ამ პროექტის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეკრების მიზანია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარება და უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით დაძლეული იქნება ის გამოწვები, რომელთა წინაშე დგას მსოფლიო. იმედი მაქვს, ეს შეხვედრაც საერთაშორისო კრიმინლათან ბრძოლის საქმეშუ თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics