02:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 19:55:08, 855 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ კავთისხევის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, კავთისხევი მდიდარი ისტორიითა და კულტურით გამორჩეული სოფელია.

„კავთისხევი გამორჩეულია ცნობილი ადამიანებით - ნიკო ცხვედაძე, გიორგი შატბერაშვილი, ვახტანგ და ვახუშტი კოტეტიშილები, ომარ კელაპტრიშვილი”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრა. მოსახლეობამ ირაკლი მეზურნიშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება. რეფორმები გაგრძელდება შემდგომი ოთხ წელიც, რომელიც თითოეული თქვენგანის ოჯახზე აისახება. საქართველოს მთავრობა განათლებული და გამოცდილი წევრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ქვეყნის წინსვლის უნარი შესწევთ”, - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ირაკლი მეზურნიშვილი დღეს საჯარო სკოლების პედაგოგებსაც შეხვდა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics