18:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:17:10, 1204 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური სარეიტინგო კომპანია „FitchRatings"-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings"-ის წარმომადგენლებს, ალექს მასკატელისა (Alex Muscatelli) და პოლ გეიმბლის (Paul Gamble) შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.
 
ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, მათ შორის, საუბარი შეეხო საგადასახადო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.
 
ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის რეიტინგში საქართველოს BB - Stable აქვს მინიჭებული.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics