02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:29:13, 1416 ნახვა

სამართალი
სოზარ სუბარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას უარყოფს

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში კრიმინოგენური ვითარება გაუარესებული არ არის. 

მინისტრის განმარტებით, კრიმინალი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა საქართველო სტატისტიკის მიხედვით უსაფრთხო ქვეყნებში მეოთხე ადგილს იკავებს.

"კრიმინოგენურ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი ზედმეტია. კრიმინალი იყო ყოველთვის და კრიმინალი არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ წუთში რამე განსაკუთრებულ აფეთქებას ამ კუთხით ადგილი არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სამ დღეში ასეთი მძიმე ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება და ამიტომ ვთქვათ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა, ალბათ არ იქნება სწორი. ყველა სტატისტიკით საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად სახელდება. ბოლო მონაცემებით საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება", - განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics