13:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 15:43:22, 792 ნახვა

პოლიტიკა
ოთო კახიძე: არსებობს ეჭვი, რომ „იმედის“ კვლევის დამკვეთი ხელისუფლებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მანდატი აღარ გააჩნია.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისთვის  ამ ტელევიზიის მმართველი გუნდისადმი სიმპატიები ცნობილია, „იმედის“ კვლევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 32%-ზე მეტი არ უჭერს მხარს. ეს კვლევაც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მანდატი აღარ აქვს და რეალური შედეგი 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ჩემთვის უცნობია თუ ვინ ჩაატარა კვლევა და არსებობს ეჭვი, რომ „იმედის“ კვლევის დამკვეთი ხელისუფლებაა. თუმცა, ხელისუფლების დაკვეთისა და „იმედის“ მიერ გაჟღერებული კვლევითაც კი, „ოცნებაც“ 32%-ზე მეტი ამომრჩეველილ არ ყავს“, - განუცხადა კახიძემ „ექსპრესნიუსს“.

შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%.

"თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს.

გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics