|
2016-09-01 18:44:28, 822 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ხელფასებისა და დანამატების მხრივ დაახლოებით 15%-იანი მატებაა
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ხელფასებისა და დანამატების მხრივ დაახლოებით 15%-იანი მატებაა. როგორც ტყემალაძემ „ექსპრესნიუთან“ ინტერვიუში განმარტა, ჩინოვნიკების ფინანსური უზრუნველყოფის შედეგად, კორუფციის დონე მკვეთრად შემცირდა. „როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მათ ხელფასები გააოცდაათმაგეს. მაშინ მინისტრების ხელფასი 200-300 ლარი იყო და შემდეგ 4000-5000 ლარამდე გაიზრდა. ეს სწორი საქციელია, რადგან არ შეიძლება ჩინოვნიკი ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყოს. სწორედ ამან გამოიწვია კორუფციის დონის მკვეთრად შემცირება. როდესაც ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ვსაუბრობთ, პარალელურად პენსიონერების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. შემოსავალიც უნდა მატულობდეს. გულახდილად რომ ვთქვა, ამ მიმართულებით ჩამორჩენა გვაქვს. ჩვენი პროგრამა და იდეოლოგია სწორედ სამუშაო ადგილების შექმნასა და საშუალო ფენის შექმნას გულისხმობს. ახლა არიან მდიდრები და ღარიბები. სწორედ ეკონომიკის განვითარებით უნდა მოხდეს ამ ფენის შექმნა. რიცხვები, მათემატიკა ისეთია, რომ გააჩნია საიდან დაინახავ. ერთი მხრიდან მზარდია, ხოლო მეორედან კლებადი. მთელი რიგი ორგანოები თვითმმართველობიდან ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ხელფასებისა და დანამატების ციფრები. საერთო ჯამში, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დაახლოებით 15%-იანი მატებაა ხელფასებისა და დანამატების მხრივ“, - აცხადებს ტყემალაძე.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)