|
2016-09-01 12:49:04, 595 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ
პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ვაგონშემკეთებელთა ჰოლდინგში შემავალ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა მეტალურგიულ კომბინატში გაიმართა. 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე წარმოების თანამშრომლებს ქვეყნის სწრაფი განვითარების პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ასევე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ. „სწრაფი ეკონომიკური განვითარება პარტია,,ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ. „რუსთავის სამრეწველო და სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური საინჟინრო კადრების პოტენციალის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დავაყენებთ რუსთავის თავისუფალი ეკონომიკურ-ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს. ვაგონშემკეთებელ ჰოლდინგში შემავალი საწარმოები უნიკალურია თავისი საქმიანობით და წარმოებული პროდუქციით. ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ მოახერხა და წარმოება გადააიარაღა იმგვარად, რომ ვაგონებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი დეტალების უმრავლესობა ადგილზე მზადდება. სულ ახლო წარსულში კი აღნიშნული დეტალები ჩინეთიდან შემოდიოდა. ამ ტიპის საწარმოები კი კიდევ მეტად იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი“, - აღნიშნა პაატა მხეიძემ. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)