|
2016-09-01 11:31:25, 785 ნახვა
პოლიტიკა
„ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს“
ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს, - ასე გამოეხმაურა თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის. როგორც ელჩმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განცხადებები, რომ თურქეთს აქვს პრეტენზია აჭარასა და ბათუმზე, შარშან დეკემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოისმინა. „ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან ფეისბუქში ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა პატივსაცემი ტელევიზიის ეთერში და თანაც პატივსაცემ გადაცემაში, მინდა ღიად განვაცხადო. საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე. სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და რა თქმა უნდა საქართველოს ნაწილად დარჩება. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. იყო ლაპარაკი ჩვენი ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, თითქოს მან თქვა, რომ გვინდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, რომ თითქოს საქართველოში ქალაქებზე პრეტენზიებიც გვაქვს. ასეთი შინაარსის განცხადება ბუნებაში არ არსებობს. რაც მან თქვა იყო ის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ეს ისტორია დადებითად უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისთვის ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება, პოლიტიკური თანამშრომლობა თუ დიალოგი უსაფრთხოებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ. საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)