|
2016-08-31 11:21:50, 810 ნახვა
პოლიტიკა
მედეა ვასაძე: პაატა ბურჭულაძემ უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ბურჭულაძის გუშინდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ აჭარას აქვს რესურსი, თანამდებობებზე ადგილობრივი კადრები დაინიშნონ. ვასაძის განცხადებით, თუ ცენტრალური ხელისუფლება ჯვარედინ პოლიტიკას ატარებს, მაშინ უნდა თქვან, თუ რომელი რეგიონის მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული აჭარის წარმოამდგენელი. „მე ვფიქრობ, რომ აჭარას აქვს რესურსი, რომ თანამდებობებზე ადგილობრივი კადრები დაინიშნოს. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ჯვარედინი საკადრო პოლიტიკაა, მაშინ გვანახონ აჭარის წარმოამდგენელი მაღალ თანამდებობაზე რომელ რეგიონშია დანიშნული. პოლიციის სამმართველოს უფროსი, მთავარი პროკურორი და ა.შ. შიდა მკაცრი ვერტიკალია და გარკვეულწილად, მისაღებია, რომ აქ ადგილობრივი კადრები არ არიან წარმოდგენილნი. თუმცა, არის თანამდებობები, სადაც ადგილობრივი კადრების წარმოჩენა უნად ხდებოდეს. ჩვენ ავტონომიური წარმონაქმნი ვართ და ჩვენ ჩვენი სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულელები გვაქვს და საჯარო სამსახურის გამოცდილება გვაქვს. თუმცა, პაატა ბურჭულაძემ თავის სიტყვაში თქვა, რომ აჭარაში არსებული სიტუაციით რა მაგალითი უნდა მივცეთ აფხაზებსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მაცხოვრებლებსო. პაატა ბურჭულაძის მხრიდან, ეს იყო უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა. აჭარის ამ კონტექსტში მოხსენიება ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ ხარ პოლიტიკოსი“, - განაცხადა ვასაძემ. პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა, რომ „აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, არც სუს-ის უფროსი, არც საკრებულოს თავმჯდომარე, არც მერი, არც მთავარი პროკურორი, არც მთავრობის თავმჯდომარე. რა ხდება, აჭარაში არ მოიძებნება კადრები? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ აფხაზებსა და ოსებს“.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)