21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:14:55, 1525 ნახვა

სამართალი
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების თხოვნით მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს პლენუმს მიმართა და გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილება ითხოვა.

მისი თქმით, საზოგადოების გამოყენება ან მოსამართლეების დაუსაბუთებელი დისკრედიტაცია დაუშვებელი და მიუღებელია.

„მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. „რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ დასმულა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სიუჟეტში არსებულ ფაქტზე გამოძიება ჩემი ოჯახის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დამთავრდა 2016 წლის იანვარში, როცა ე.წ გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლე მე არ ვიყავი და არც საქმეების ნაწილი არ იყო შემოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული საქმის დეტალები ჩემთვის ცნობილი სიუჟეტის გასვლის შემდეგ გახდა. თავს ვალდებულად მივიჩნევ, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობაზე თვითგანრიდების შუამდგომლობით. ზოგიერთი მოსარჩელისგან განსხვავებით საკონსტიტუციო საქმეების განხილვა უბრალო ფორმალობად არ მეჩვენება”, - აღნიშნა ფაფიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics