|
2016-08-29 17:12:58, 919 ნახვა
პოლიტიკა
ნატა ფერაძე: ირაკლი კობახიძე ავტორიტარული სახელმწიფოს აშენების სურვილს გამოთქვამს
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ყველა მსგავსი განცხადება, აქციის მონაწილეების წისქვილზე ასხამს წყალს. როგორც ფერაძე აცხადებს, ადამიანებს ქვეყანაში მარტივ რაღაცებზე უწევთ ენერგიის ხარჯვა მაშინ, როდესაც მთელი ენერგია სწორი მიმართულებით უნდა იყოს წარმართული. „როგორც ჩანს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ „პარტიზანი მებაღეების“ გადაკიდებაში საქმე არ გამოელევა. ეს ხელისუფლება მერამდენედ ცდილობს სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას. იმდენი ჭკუაც არ აქვთ, რომ კამპანიის აგორებისას საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენონ. ირალი კობახიძე, პირდაპირ, ავტორირიტარული სახელმწიფოს აშენების სურვილს გამოთქვამს. რაც მეტ ცუდ განცხადებას გააკეთებს, ჩვენ მით უფრო გვაწყობს, რადგან ამით მათი თვითილუსტრაცია ხდება - ვინ არიან და რა გეგმები აქვთ. ისედაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მოსახლეობის და ასეთი განცხადებების მერე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვიჭერს მხარს. გული მწყდება, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მარტივ რაღაცებზე გვიწევს ენერგიის ხარჯვა. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ეს ენერგია სწორი მიმართულებით წარიმართოს. ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის დაკამპლექსებული ადამიანების ხროვა, რომლებიც სიმართლეს თვალებში ვერ უყურებნ. ამ შემთხვევაში სიმართლე ჩვენ ვართ“, - აცხადებს ფერაძე. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება. „დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა“, - აცხადებს კობახიძე.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)