21:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 10:09:20, 1383 ნახვა

სამართალი
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ წ. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics