|
2016-08-25 11:46:24, 1280 ნახვა
სამართალი
დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის განჩინება ძალაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა მოხდეს 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს სხვა ტიპის ღონისძიებით. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილი იყო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, რომელიც პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ამ საქმეზე არიან ბრალდებულები. თუმცა დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო დაკითხვა გადაიდო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. საქმეზე მომდევნო პროცესი 16 სექტემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)