|
2016-08-24 12:43:59, 592 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციის საკითზე თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება. ჯანელიძის თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია და მას უნდა დაელოდონ: „შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტს გაერკვეული თავისი შეხედულებები ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი. აქ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცედურები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. აგვისტოში ისვენებს, როგორც ევროპარლამენტი, ასევე შესაბამისი სტრუქტურები. მანამდე განხილვები ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიიღეს შესაბამისმა კომიტეტებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ასეევ განხილვა მოხდა ლიბრეს კომიტეტში, რომელიც ძირითადი კომიტეტია გადაწყვეტილების მიმრები. ველოდებით, რომ ლიბრეს კომიტეტი სექტემბრის დასაწყისში კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით და შემდეგ დაიწყება ის პროცედურები, რმოელიც განსაზღვრულია და გულისხმობს პარლამენტისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების დიალოგს. ამის შემდეგ ასევე საჭიროა პლენარულ სესიაზე ამ საკითხუის კენჭისყრა“,- განაცხადა ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი Twitter -ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს. იოზვაკის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდება. „ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი - 2017 წლის 1-ელი იანვრიდან“, - წერს იოზვაკი. შეგახსენებთ, მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე, ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებდნენ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)