03:39 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 15:31:10, 638 ნახვა

პოლიტიკა
კვორუმის უქონლობის გამო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის უქონლობა გახდა. 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის მისვლა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტს დღესვე დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელა. 

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე რამდენიმე დღის წინ უნდა ემსჯელა, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მაშინაც კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics