23:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 12:35:21, 646 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩემი ოჯახის წევრზე გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო

საქართველოს პრეზიდეტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ პრეზიდენტმა "გურია ნიუსის" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა წეზოლის ფაქტებზე ისაუბრა.

„ეს იყო განცხადება, რომელმაც გამოიღო თავისი მნიშვნელოვანი შედეგი. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება დარჩა უპასუხოდ და არც ერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე. ეს არის ჩემთვის პრობლემური, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და უფლებების მატარებელი პირი.

როდესაც ასეთი პირი აკეთებს განცხადებებს, აუცილებელია, რომ რეაგირება მოხდეს. ჩემმა განცხადებამ გამოიწვია ის, რომ აღიძრა საქმე პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის საქმეს, იმ საქმეს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრს ეხება, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება ამაზე დაინტერესდეთ პროკურატურასთან საუბრისას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მომსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics