22:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 18:58:32, 841 ნახვა

პოლიტიკა
„მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია! არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე!“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

"მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ  თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე."- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.

გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე და მესამე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა,  მადლობა გადაუხადა მათ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის.

პრეზიდენტის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება.

"დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ამომრჩეველთა აქტიურობის გარეშე და მადლობა თქვენ, რომ ეს შეაგრძნობინეთ ამომრჩევლებს, თითოეულმა ამომრჩეველმა, რაოდენ იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოს, თქვენს გამო, საკუთარი შვილების გამო, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი  და მივიდეს არჩევნებზე"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 10 რეგიონში მიმდინარეობს.

"შენი ხმა  ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლების გარდა, საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის კონკურსიც იმართება, რომელიც  1 სექტემბრამდე ვიდეოების დამზადებას ითვალისწინებს საარჩევნო აქტივობის თემაზე,  კონკურსი სამ ეტაპად ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics