|
2016-08-17 13:25:30, 2494 ნახვა
სპორტი
ნიკა ჩიტაძე: რუსეთს წვრთნებით სურს ყველას დაანახოს, რომ სამხრეთ კავკასიის ბატონ-პატრონია
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებშ ნიკა ჩიტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების ერთ-ერთი მიზანი ქართულ საზოგადოებაში პანიკის დათესვა და პოლიტიკური შანტაჟია. თუმცა, ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას არ უნდა ელოდოს. „რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებს ყოველწლიურად ატარებს. აღნიშნული წვრთნების ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია, რომ ქართულ საზოგადოებაში პანიკა დათესონ. გარდა ამისა, რუსეთს ამ წვრთნებით სურს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ის სამხრეთ კავკასიის რეგიონის რეალური ბატონ-პატრონია. შეიძლება, რუსეთის მხრიდან გარკვეული პროვოკაციები იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებას. რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ეცდება, მაგრამ არა ქვეყანაში შემოჭრის გზით. ეს წვრთნები შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს აგრესიულ განცხადებას, რომელიც 8 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ომს უკავშირდებოდეს“, - აცხადებს ჩიტაძე. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)