19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 22:08:30, 1171 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ბედუკაძეზე: გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ

გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ "ცენტრისტების" ირგვლივ ატეხილი სკანდალის კომენტირებისას განაცხადა. 

"ვფიქრობ, "ცენტრისტებისგან" შევქმენით, ტალახისგან ავაგეთ მონუმენტი და უნდათ ახლა, ამ მონუმენტს დაეტაკონ და გადაანგრიონ, რაც ძალიან ადვილია. საერთოდ, ნულს ქვემოთ რეიტინგის მქონე რამდენიმე ადამიანი წამოწიეს, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობა" აქტიურობს. ვფიქრობ, არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ მაინც სარჩელი. თუმცა, გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას, პრინციპში, ამდენი დრო დავუთმეთ", - განაცხადა ვოლსკიმ. 

რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თანახმადაც აუცილებელია ცესკო-ს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვოლსკი პასუხობს,რომ "თინა ხიდაშელს უყვარს ხმამაღალი განცხადებები".

"ჩვენ მას ვერ შევცვლით, თუმცა სიტუაციის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რყევები", - დასძინა ვოლსკიმ, რომლის აზრითაც წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება და "როყიო განცხადებები" საჭირო არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics