|
2016-08-15 10:50:25, 1700 ნახვა
სამართალი
სუს-მა ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველი ამირან კ. და საქართველოს მოქალაქე ვალერი ქ. დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქე ვალერი ქ-მ, ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის ამირან კ-ს დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის სანაცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი, რა დროსაც ვალერი ქ. და ამირან კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)