18:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 14:39:03, 1023 ნახვა

პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტის გადასადგომად უკვე ნახევარი მილიონი ხელმოწერა შევაგროვეთ

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

როგორც პარტია "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რადგან ქვეყნის პირველი პირი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქართველობას და ქართულ სახელმწიფოებრიობას ვნებს.

"გუშინ პრეზიდენტმა ლეგიტიმაციის გარეშე დააყენა თავისი თავი, როდესაც ნახევარი მილიონი მოქალაქის წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ პრეზიდენტი, რომელიც ემორჩილება არა ქართველი ერის ნებას, არამედ ანტიქართულ იდეებს უნდა გადადგეს. 

ამ ადამიანმა ერთი ხმაც კი არ მიიღო, თავისი ოჯახის წევრების გარდა. ჩვენ მისი გადადგომის მოთხოვნას დღისწესრიგში აუცილებლად დავაყენებთ. დღეს 5 საათზე ჩატარდება საგანგებო ბრიფინგი, სადაც ჩვენ გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებთან და იმ სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას უზრუნველყოფს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მოძრაობა ”ეროვნულების” ლიდერის თქმით, მათ ნახევარი მილიონი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics