|
2016-08-09 18:00:26, 1420 ნახვა
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილმა რეფერენდუმზე უარის თქმით, ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პრეზიდენტი არალეგიტიმურია, რადგან მან ნახევარი მილიონი ადამიანის თხოვნა არ გაითვალისწინა და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებს არ შეხვდა. როგორც ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი არასდროს ყოფილა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უსულო საგანი, ისე დადო სკამზე. ეს არის მისი პოლიტიკური კარიერა. მისი ოჯახის წევრებისა და ალბათ, კარის მეზობლების გარდა, ერთი ადამიანიც არაა ვინც მას მისცა ხმა. ეს არის ამ პიროვნების ანატომია. დღევანდელ ფაქტს რაც შეეხება, ეს მშიშარა ადამიანია, რომელსაც შეეშინდა სიმართლის. მას ჩემთან შეხვედრის შეეშინდა, რადგან იქ უნდა ყოფილიყო ხვეწნა-მუდარა , რომ ჩვენ გავჩერებულიყავით. მას კი საკუთარი აზრი აქვს და ის გიგა ბოოკერიასა და შავ-ბნელი ძალების კარნახით მოქმედებს. პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა და ამითი მან მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი. მარგველაშვილმა ნახევარ მილიონ ადამიანს სულში ჩააფურთხა, რომლებიც რეფერნდუმს ითხოვდნენ. მარგველაშვილმა საბოლოოდ დაკარგა ჩემს თვალში ლეგიტიმურობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ასეთი ადამიანები აღარ იყვნენ მსგავს თანამდებობაზე. ჩვენ დღეს შევიკრიბებით იმისთვის, რომ ასეთი პლასტელინები აღარ იყვნენ პრეზიდენტები“, - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის განცხადებით, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კონფრონტაციის ენა აირჩია და ამ კონსულტაციაზე უარი განაცხადა: „ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)