|
2016-08-09 12:08:45, 658 ნახვა
საზოგადოება
ეუთოს წარმომადგენელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე საუბრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. "აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. თავის მხრივ, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები. წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელი განსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის. 6-7 ივლისს თბილისში გამართულ მე-13 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ჟურნალისტმა, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმა ბოსნია ჰერცეგოვინიდან, რუსეთის ფედერაციიდან და დიდი ბრიტანეთიდან",-ნათქვამია საგარეო საქემთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)