22:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 10:27:55, 805 ნახვა

საზოგადოება
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა

ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა. წელს პირველად ტრადიციულ დღესასწაულს შუამთობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძე და გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ და მოწვეულ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად შუამთობის დღესასწაულზე გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს დაესწრნენ. 

საზეიმო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი კოლექტივები. საკონცერტო ნაწილის შემდეგ გაიმართა სპორტული შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. ტრდიციულად გამოვლინდა ფალავანი და გაიმართა დოღი. ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდში, რომელშიც ჩამოსული სტუმრები ჩაერთვნენ. ბეშუმობის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ახალდაქორწინებულთა დაწინდვა-დალოცვის ცერემონიალია. დაოჯახებულ წყვილს ოფიციალურმა სტუმრებმა მიულოცეს და ახალდაქორწინებულებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. 

შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტსა და ადიგენს შორის არსებულ ბეშუმის მთაზე აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. გაზაფხულზე მეცხოველეები პირუტყვს მასიურად მიერეკებიან მთაში და იქ რჩებიან აცივებამდე. მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები ორი-სამი დღით მიდიან მთაში ნათესავების მოსანახულებლად. ნელ-ნელა ასეთი შეხვედრები ტრადიციად იქცა, რომელიც დროთა განმავლობაში საერთო-სახალხო დღესასწაულსა და შთამბეჭდავ ზეიმში გადაიზარდა. მას ხალხმა უბრალოდ „შუამთობა" უწოდა, რაც ზუსტად ესადაგება ამ დღესასწაულის გამართვის ადგილსაც და მის საერთო შინაარსს. 

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი მემთეურები მთაში ასვლას მეცნიერებთან, მწერლებთან, ხელოვნების გამორჩეულ მუშაკებთან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებთან, უცხოელი ტურისტებთან ერთად აღნიშნავენ. 

ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 17 ივლისს გაიხსნა. მიმდინარეობს შარშანდელი დაპირების შესრულება და ფაქტიურად, წელს პირველად განახლდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, დაწყებულია გარე განათების და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება. ასევე გზის მოხრეშვითი სამუშაოები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics