22:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 17:27:36, 751 ნახვა

საზოგადოება
„შუამთობის“ დღესასწაულზე დაშავებული 13 წლის მოზარდი სახლში დაბრუნდა

დღეს, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ჯირითისას 13 წლის მოზარდი ცხენიდან გადმოვარდა. შემთხვევის ადგილთან მყოფი 11 წლის გოგონა დაეცა და გონება დაკარგა. ორივე მათგანი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ვერტმფრენით ბათუმში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ კონსულტაცია და საჭირო სამადიცინო კვლევები. 13 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრხე არ ემუქრება.

ექიმების გადაწყვეტილებით და მშობლის მოთხოვნით მოზარდმა კლინიკა უკვე დატოვა და ვერტმფრენით ბეშუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომრესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად გაემგზავრა.

რაც შეეხება 11 წლის გოგონას, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაკვირვების მიზნით იგი გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში.

მოზარდები კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მონახულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics