|
2016-08-05 13:24:04, 738 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: იდეოლოგიური ერთობის მქონე პარტიების ერთ ბლოკად გაერთიანება, პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი წერეთელის შეფასებით, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანება, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც წერეთელმა "ქსპრესნიუსს" განუცხადა, პარტიები, რომლებიც იდეოლოგიურად ახლოს დგანან, კარგია, თუ ერთ ბლოკად გაერთიანდებიან. თუმცა, წერეთელი არ ფიქრობს, რომ ამ გაერთიანებით არჩევნებზე ბევრად მეტ ხმებს მოიპოვებენ: "საერთოდ, პარტიები, რომლებსაც აქვთ რაღაც სიახლოვე და იდეოლოგიური ერთობა, ვფიქრობ, სწორია თუკი ისინი დაბლოკდებიან, სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში, არც მე და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ დაკავებული იმით, რომ ვინ სად დაბლოკდება და რას გააკეთებს ამის ანალიზს ვაკეთებდეთ მუდმივად. გვაქვს უამრავი საქმე. ახლა ვარ ქუთაისში, სადაც მაჟორიტარად ვიყრი კენჭს და იმდენი პრობლემაა აქ, ნამდვილად არ მაქვს დრო იმისნ საფიქრალად, ვინ რას იზამს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, ჩვენი ეკონოიკური პროგრამა, როგორ შევცვალოთ ვითარება საქართველოში. რას იზამენ სხვა პარტიები, ეს მათი გადასაწყევტია. ალბათ, პოლიტიკურად სწორია, თუკი ერთი მიმართულება თუ აქვთ და ერთმანეთს ეთანხმებიან და თვლიან, რომ ერთად იქნებიან, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ერთი ეს ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვიბრძვით ამ არჩევნებზე გამარჯვებისთვის იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს. შეერთებით მექანიკურად არაფერი არ ხდება, არავითარი დიდი მატება და გაერთიანება არ იქნება გამარჯვების საწინდარი. არ ხდება ისე, რომ რომელიმეს ცალ-ცალკე რაღაცა პროცენტი გააჩნია, ერთმანეთს დაემატოს. უბრალოდ, ალბათ მოახდენენ თავიანთი რესურსების კონსოლიდაციას. მათი დიდი ნაწილი იყო ჩვენი ნაწილი, შემდეგ აირჩიეს სხვა გზა, ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლებად ვისაუბრებ მათზე",-განუცხადა გიგი წერეთელმა "ექსპრესნიუსს".
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)