18:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 14:17:12, 1543 ნახვა

სამართალი
"კომუნისტური პარტიის" ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრების მიერ   „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს  შეკრების საწინააღმდეგო აქციის დროს,  პოლიციამ "ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავა.

დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქვეხიშვილს სახეში სილა გააწნა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 1 პირი სსკ-ის 125-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, მათ კვერცხები ესროლეს, მხარეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

„თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან პროვოკატორები ჩვენი მისამართით ისვრიან კვერცხებს, ამას პროტესტი არ ჰქვია. ისინი ჩარჩნენ წარსულში, საცოდავი გადმოგდებული გროშებისა და ცენტების ფასად აკეთებენ ამ სისულელეებს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვიწყობენ პროვოკაციას, სინამდვილეში პროვოკაციას უწყობენ საქართელოს. ვისაც არ შეეშინდა ახლა იკრიბება ერეკლეს ძეგლთან და პატივს მიაგებს ისტორიაულ პიროვნებასა და უდიდეს მეფეს,  რომლის გონივრულმა და შორსმჭვრეტელმა გადაწყვეტილებამ საქართველო ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics