|
2016-08-01 16:03:41, 1129 ნახვა
სამართალი
დავით დარჩიაშვილი: პროკურატურა ხელისუფლების ცხვირის მოწმენდითაა დაკავებული
პროკურატურა ხელისუფლების ცხვირის მოწმენდითაა დაკავებული, - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურის განცხადებას. „მე საკონსტიტუციო მოსამართლეებთან დაკავშირებით პროკურატურისგან სხვა განცხადებას არც ველოდი, რომელიც სასამართლოს დიდი ნაწილის მსგავსად, ხელისუფლების სრული დანამატია. პროკურტურის დამოუკიდებელ პროფესიუნალურ მოქმედებებზე საუბარი ზედმეტია და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს.შესაბამისად, ისინი როგორც იყვნენ ხელისუფლებისათვის ცხვირის მოწმენდით დაკავებულნი, ისევე არიან. ამავდროულად, პროკურატურა ხელისუფლების ოპონენტებსაც ავიწროვებს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ შუალედურ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რასაც მომავალში საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელებს. ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას. მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა როგორც აღინიშნა, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)