|
2016-07-26 10:41:00, 1211 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში კარგად არის მოწესრიგებული
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანადაძე თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეალიზატორებისთვის ლიცენზირების წინააღმდეგია. საინფორმაციო სააგენტო BPI-თან ინტერვიუში ექსპერტი ამბობს, თუ ჩვენ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გვინდა, ლოგიკა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. ”მე ასეთი ტიპის ლიცენზირების წინააღმდეგი ვარ, ლიცენზირების პრაქტიკა უნდა გამორიცხავდეს რაღაც გარკვეული მანკიერი გადაწყვეტილებების გაჩენის შესაძლებლობას. როცა საქართველოში ლიცენზირების პრაქტიკა შემოდის საქართველოში, მიჩნდება განცდა იმის, რომ სრულიად შესაძლებელია თამბაქოს რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ე. წ. დახლქვეშ ვაჭრობის ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილში გადაინაცვლოს. ეს ერთი მხრივ შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, მეორე მხრივ აღურიცხავი ეკონომიკის გარკვეული კომპონენტი გაჩნდება, რაც თავისთავად საზიანოა, როგორც თამბაქოს მომხმარებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ვფიქრობ, ლიცენზირება გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე გამოსავალს. თან რას მოგვიტანს ეს შედეგად? ლიცენზიას მაინც ყველა აიღებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ამას? რა მნიშვნელობა აქვს ის მაღაზიას A-ს აკონტროლებს თუ B-ს”, - განმარტავს ლევან კალანდაძე. მისი თქმით, თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში ისედაც კარგად კონტროლდება. ”დღესაც შეუძლია სახელმწიფოს თამბაქოს გამყიდველთა კონტროლი, რამდენადაც ის არის აქციზური პროდუქტი, აქციზების მარკირების გარეშე ეს პროდუქტი არ იყიდება და ეს დამატებითი რეგულაცია რა არის, თუ მეწარმე აიღებს ლიცენზიას ამით რა შეიცვლება გაუგებარია. პროდუქტი, რომ მავნებელია ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ლიცენზირება რა შუაშია გაუგებარია. თუ ეს იმისთვის გვინდა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგება გაუმჯობესდეს ამისთვის არსებობს აქციზური მარკირება და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობს, რომ ეს საკითხი მაქსიმალურად მოწესრიგებულია და შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულია და ამ ლიცენზირებით თამბაქოს მომხმარებლთა რაოდენობა არ შემცირდება”, - განაცხადა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიების შემოღებას ითვალისიწნებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში პარლამნეტარ გუგული მაღრაძის ინიცირებით არის შესული. კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიებზე დაიწყო, მაგრამ მისი განხილვა საშემოდგომო სესიებისთვის გადაიდო. (NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)