06:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 20:14:07, 602 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილი მზად არის საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მზად არის შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაპუაშვილს აქვს სურვილი ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს პირადად გაესაუბროს და ინფორმაცია მიაწოდოს. 

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სასამართლოსა და ზოგიერთ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რათა გაეცნო მათთვის დეტალები. აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს. აღნიშნული შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics