15:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:27:04, 1038 ნახვა

რეგიონი
ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,  ამჟამად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წყალი   7-8 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივებს 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში  1821 ოჯახს დაუმონტაჟდა წყლის მრიცხველები,  მიმდინარეობს სამი რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  დაგეგმილია საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა.

პროექტი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის  ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით.

 სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცემა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics