|
2016-07-19 16:57:37, 1118 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 73, 35 %-ით გაიზარდა
აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი), ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა. "ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებული რუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები - მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. შემდეგი კვირიდან კი სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ეს იქნება მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი თუ ქედაში დამზადებული ჯემები, მურაბები და ფელამუში. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი",-ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)