08:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:01:20, 1657 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უარყოფს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური აქინ ოზთურქი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უარყოფს, - ამის შესახებ BBC თურქულ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით იტყობინება.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გენერალი აქინ ოზთურქი ამბოხის უშუალო ორგანიზატორია.

როგორც მედია საშუალება წერს, გენერალ ოზთურქსა და 26 სამხედრო მაღალჩინოსანს ღალატში წაუყენეს ბრალი და პატიმრობა შეუაფარდეს. პროკურორებისთვის მიცემულ ჩვენებაში გენერალი ამტკიცებს, რომ მას სახელმწიფო გადატრიალება არ დაუგეგმავს.

"მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც დაგეგმა ან უხელმძღვანელა ამბოხს. ჩემი აზრით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო პარალელური სტრუქტურის მიერ. თუმცა, მე არ ვიცი, შეიარაღებული ძალებიდან ვინ იყო ამის ორგანიზატორი", - ციტირებს გენერლის ჩვენებას თურქული მედია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu წერდა, რომ გენერალმა ოზთურქმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება აღიარა.

ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებები გრძელდება. თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა თითქმის 9000 სამართალდამცველი. დაკავებულია 7500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პარლამენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics