|
2015-01-09 12:54:51, 2397 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს, ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში კი-60-80 სმ-ს აღწევს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ამ დროისთვის ასეთია: ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია; ხულოს, შუახევის და ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 30-40 სმ-ს. აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები, რომლებსაც მუნიციპალიტეტების გამგებლები ხელმძღვანელობენ. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ბათუმი ახალციხის გზის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია, შეზღუდული იყო გადაადგილება ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთის გზაზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე წუთის წინ გზა გაიწმინდა და ორმხრივად გადაადგილება არის შესაძლებელი. მიმდინარეობს ქობულეთი-ოზურგეთის შემაერთებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. თოვლიან მონაკვეთებზე ორხიდიანი მანქანებით შესაძლებელია გადაადგილება. რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)