13:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 16:11:13, 727 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, „ტელეკომპანია ქუთაისს" და რამდენიმე შპს-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:  არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;   არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;   არ იხდის რეგულირების საფასურს. 

კომისიის მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics