11:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:25:14, 645 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე - (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20;

ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics