02:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 12:33:49, 1390 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი: თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დარტყმაა

პენტაგონის განცხადებით, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოს"  წინააღმდეგ განხორციელებული დიდი დარტყმაა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა.

"ის "ისლამური სახელმწიფოს" "ომის მინისტრი" იყო. ის დაჯგუფების ხელმძღვანელობის მთავარი წევრია. მისი ბრძოლოს ველიდან განდევნა "ისლამურ სახელმწიფოზე" მნიშველოვანი დარტყმაა. ეს არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს კამპანიაში წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა კუკმა.

პენტაგონის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, ასევე ცნობილი როგორც ომარ ალ-შიშანი, სავარაუდოდ 10 ივლისს ერაყის ქალაქ მოსულთან საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას ემსხვერპლა. თუმცა თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"10 ივლისს კოალიციიამ განახორციელა ავიადარტყმა, რომელიც მიმართული იყო "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოსულში შეხვედრას მართავდნენ. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ომარ ალ-შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" სხვა 16 ლიდერთან ერთად. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ავიადარტყმის შედეგების დასადასტურებლად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმერებ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ის შეხვედრას ესწრებოდა", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის მარტშიც გაავრცელა. როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მაშინ პენტაგონმა განმარტა, რომ ინფორმაცია ავიადარტყმის შედეგების შესახებ წინასწარ შეფასებას ეყრდნობოდა.

"სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მაშინ გვქონდა მიგვითითებდა, რომ ის მოკლულია. მაშინ ჩვენი სადაზვერვო  ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი სურათი არასრული იყო", - განაცხადა პიტერ კუკმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში,სადაც მხოლოდ ბათირაშვილის მამა ცხოვრობს, ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძმარს იღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics