|
2015-03-04 16:22:16, 547 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, საზღვაო ფლოტის კაპიტან მარტინ პიშოტის ხელმძღვანელობით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სემინარი „შეიარაღებული ძალები დემოკრატიაში“ გამართეს. სემინარის ფარგლებში გერმანულმა მხარემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გერმანიის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია გააცნეს და ბუნდესვერის სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჯარისკაცის უფლება-მოვალეობებს, სამხედრო ომბუდსმენის არსებობის მნიშვნელობას და მის ფუნქციებს. სემინარზე ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ყურადღება ჯარში საპარლამენტო კონტროლსა და განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ერთ-ერთი თემა ბუნდესვერის კონსტიტუციურ სამართლებრივი სტატუსი იყო. სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)