10:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 19:04:34, 670 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამზადებული ხის ნაკეთობები, ავეჯი, სათამაშოები, ხატები, ნახატები და აქსესუარები წარმოადგინეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ.  ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.

დღესვე მოეწყო იმ ონლაინმაღაზიის პრეზენტაციაც, რომელის მეშვეობითაც  პატიმრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ.

„ვფიქრობ,  რომ ასეთი საამქრო მათთვის არის იმ ნიჭის რეალიზაციის საშუალება, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ.  ეს პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის ფინანსური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, მსჯავრდებულები იქნებიან მოტივირებულები და იამაყებენ, რომ შეძლებენ  დაეხმარანონ საკუთარ ოჯახებს,"- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი გამოფენაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ექსპოზიცია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა,  დიპლომატებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics