10:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 14:32:36, 643 ნახვა

საზოგადოება
სართიჭალასა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

სართიჭალასა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმ კონკრეტული სერვისებისა და ბენეფიტების შესახებ, რომელსაც დაბრუნებულ მიგრანტებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა.

აღნიშნული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით ჩატარდა.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics