21:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 17:55:38, 688 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია ზაარბრიუკენის მერს შეხვდა

თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია ზაარბრიუკენში ქალაქის მერს,  შარლოტე ბრიტცს შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  მათი თქმით, 2017 წელს, რომელიც საქართველო-გერმანიის  მეგობრობის წლად არის გამოცხადებული,  ბევრი ღონისძიება განხორციელდება.  შეხვედრაზე,  ასევე, საუბარი იყო  ქალაქდაძმობილების 40 წლის იუბილეზე, შეაფასეს განვლილი ისტორიაც. 

მოგვიანებით,  დავით ნარმანიამ და შარლოტე ბრიტცმა ადგილობრივებს ძველი ქალაქის დღესასწაული მიულოცეს და საზეიმო ღონისძიება გახსნეს. 

ქართული დელეგაციის ვიზიტი  ზაარბრიუკენში 10 ივლისს დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics