22:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 10:56:54, 680 ნახვა

საზოგადოება
“იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიუძღვნა

საქველმოქმედო ფონდ „იავნანამ“ გრანდიოზული ტელემარათონი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებს მიუძღვნა.
 
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ქართული საესტრადო და საოპერო სცენის ვარსკვლავებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„დღევანდელი საღამო იყო დიდი ზეიმი სიყვარულის და გვერდში ამოდგომის“, - ასე შეაფასა საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ ჩატარებული კონცერტი.
„იავნანა“ ტრადიციულად 3 მარტის საქველმოქმედო კონცერტს მრავალშვილიან დედებს უძღვნიდნენ. წელს კი გადაწყდა, რომ საქველმოქმედო კონცერტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებისთვის გამართულიყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში განუცხადეს, „იავნანას“ ფონდიდან შემოსული თანხა იქნება დამატებითი რეზერვი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტრეფიკინგის ფონდის თანადაფინანსებით პანსიონატში გათბობის პრობლემის მოსაგვარებლად. გადარიცხული თანხა არამხოლოდ ბენეფიციარების გათბობას, არამედ სოციალურად დაუცველებსაც მოხმარდება.

კონცერტის გამართვამდე ბაატა ბურჭულაძე თემქის, ხანდაზმულთა სახლში მივიდა და იქ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელიც „დედის დღეს“ მიეძღვნა.

კონცერტში მონაცილეობა თავად ხანდაზმულება მიიღეს.

მასპინძლობა მოხუცებს „ზედაზენმა“ გაუწია და ტკბილეულობითა და ლიმონათებით დაასაჩუქრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics